GE / EN
 
 
 
 
გამოკითხვის არქივი
 
ახალი საუკეთესო ქართული არხები  |  თარიღი: 01-09-2011

 2011 წლის 01 სექტემბრიდან ჩვენს საკაბელო ქსელში ჩაირთო GMG-ის არხები. GMG სპორტი, GMG ფეხბურთი, GMG კინოგურმანი, GMG ჰოლივუდი, GMG სერიალი.

"GMG ფეხბურთზე" შეგიძლიათ იხილოთ ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბრაზილიის და არგენტინის ეროვნული ჩემპიონეტების საუკეთესო თამაშების პირდაპირი რეპორტაჟები და საფეხბურთო მიმოხილვები, ყოველდღიური საფეხბურთო ახალი ამბები, ორიგინალური სატელევიზიო გადაცემები და კლასიკური მატჩების ჩანაწერები.

„GMG სოპრტზე“ შუქდება მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენები. ჩოგბურთის ტურნირები, NBA და ევროლიგა კალათბურთის ქომაგებისთვის, ჰაინეკენის თასი და საფრანგეთის ჩემპიონატი რაგბის მოყვარულთათვის.

GMG  ჰოლივუდი“ გთავაზობთ ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე შექმნილი ყველა დროის საუკეთესო ფილმებს, ჰიტებს და ბლოკბასტერებს ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით და იმას რაც გადასაღები მოედნის კადრს მიღმაა დარჩენილი სპეციალური დოკუმენტური ფილმების ციკლში.

GMG  კინოგურმანი“ არის ტელეარხი კინოს ნამდვილი გურმანებისთვის: ოსკარის, ოქროს გლობუსის, კანის, ვენეციის, ბერლინისა და სანდენსის კინოფესტივალების ნომინანტი ფილმები, მსოფლიო კინემატოგრაფის კლკასიკა, აღიარებული რეჟისორების კინოშედევრები.

GMG  სერიალის“ ეთერში მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ იხილოთ უკვე ნაცნობი და გახმაურებული სერიალების განმეორებითი ჩვენებები და უახლესი სერიალების პრემიერები, ლათინოამერიკული ვარსკვლავების მონაწილეობით.

მნახველთა რაოდენობა: 4801
უკან